საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი სტუდენტებისთვის - "ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის"

„ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს პროექტში -"ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის" მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისთვის.

დებატების თემატიკა მოიცავს შემდეგს:
* მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა;
* საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა;
* წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა ;
* სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი;
* სურსათის უვნებლობის სისტემა.

სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს, მასტერ კალსებსა და ქოუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
- მოლაპარაკებების წარმოება;
- ბიზნეს კომუნიკაცია;
- პრეზენტაციის უნარები;
- საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
- დროის მართვა და სხვა.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, აქტიური ახალგაზრდები და მათთან ერთად ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში; მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის; იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ.

9 მარტს, 14:00 საათზე
„ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები პროექტის "ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის" ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ თსუ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #304




 

თარიღი: 05/03/2018